Search This Blog

Monday, June 4, 2012

ემო კულტურა



















ემო XXI საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში. ემო კულტურა ძალიან განსხვავდება სხვა არსებული კონტრკულტურებისგან, ძირითადად იმით, რომ ის ასაკობრივია: ემო ძირითადად თინეიჯერული მოძრაობაა. რა თქმა უნდა, არსებობენ ემო ჯგუფები, სადაც თინეიჯერებზე ბევრად უფროსი მუსიკოსები უკრავენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ემოები არიან, ემო არამარტო გარეგნულ არამედ მსოფლმხედველურ ერთიანობასაც გულისხმობს.ემოები თავს ბავშვებად მიიჩნევენ, შესაბამისად, ისინი გამოიყურებიან და იქცევიან როგორც ბავშვები.
მათი ჩაცმის სტილი ძალიან კონტრასტულია: შავისა და ღია, ძირითადად, ვარდისფერი და იისფერის შეხამება, რომელიც იგრძნობა არა მარტო ტანსაცმელში, არამედ მათ გარეგნობაშიც. ეს ორი ფერი არა მხოლოდ ვიზუალურ დატვირთვას ატარებს: შავი-დეპრესიულობის, ღია კი პირიქით - პოზიტივისა და ბედნიერების სიმბოლო.

ემოების ჩაცმულობაში ასევე შედის ვიწრო შარვალი, ტანზე მომდგარი მაისური, რომელიც ხშირად შავ და ვარდისფერ ფერებშია და კედები. ასევე ემოების სტილი არის გრძელი თმები რომელიც 75% სახეს ფარავს, ზოგ რაოდენობას გაწეწილი აქვს. ემოები ნაწყენი მოვლენებისგან თავიანთ თავს ისერავენ, ეს იგივეა, რომ აგრესია და სტრესით დაძაბულობა ტკივილით გადაიტანოს.
ემოებში ასევე არის პოპულარული პირსინგები,რომელსაც ხშირად იკეთებენ , ყველაზე პოპულარული პირსინგი არის" Snake Bites", სადაც ორი ბეჭდის ფორმის რკალი არის გაყრილი ქვედა თუჩზე.
ზოგი უბრალოდ სტილის გამო ატარებს ან მოსწონთ, ასევე Snake Bites არის იმის სიმბოლო, რაც მისი სახელიდან გამომდინარეობს: "გველის ნაკბენი"- ამ პირსინგით იგევე ასოცირება ხდება ცხოვრებაზე, რომ ცხოვრება როგორც გველია და თვლიან ამ ცხოვრებისგან ნაკბენს..
აქსესუარებიდან ისინი ხშირად იყენებენ სათვალეებს, დიდ ჩანთებს, სხვადასხვა სათამაშოებს და სხვ.
ემოები მშვიდობისმოყვარე ხალხია, მათი გართობა უფრო ცელქობას ჰგავს. უმეტესობას აქვს დღიური, რომელსაც „ზინს“ უწოდებენ. ზინი მათი მესაიდუმლეა, სადაც წერენ ემო ცხოვრების არც თუ ისე ბედნიერ დღეებზე.
ემოების გარკვეული ნაწილი straight edger-ია, თუმცა ეს ახსნადია: ეს ორი სუბკულტურა ჰარდკორიდან მოდის, თუმცა straight edge მაინც განსხვავებული და თვითმყოფადი მოვლენაა. ასევე ემოების დიდი ნაწილი ვეგეტარიანელია და ბევრი მათგანი გაწევრიანებულია სხვადასხვა გარემოს დაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებში.

ემოები ასევე ხშირად წერენ ჩანახატებს, ლექსებს, კითხულობენ ნაწარმოებებს, სადაც ძლიერი ემოციურ განცდებზეა საუბარი, ძირითადად დოსტოევსკის „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ ან ჩაკ პალანიკის „მებრძოლთა კლუბი“.
თუმცა მათი ძირითადი გართობა მაინც მუსიკაა - ემო-როკი, ემო-პანკი, ემო-ჰარდკორი.
როცა ემოს ეკითხებიან, თუ ვინ იქნება ის, ვთქვათ, 10 წლის შემდეგ, მათი დიდი ნაწილი აცნობიერებს, რომ ემო ბავშვობა დიდხანს არ გაგრძელდება, თუმცა არიან ისეთები რომლებიც აპირებენ ცხოვრების ბოლომდე უერთგულონ ემო კულტურას, მაგრამ როგორები იქნებიან ისინი 35-40 წლის ასაკში ცოტა ძნელი წარმოსადგენია. ვრცლად

No comments:

Post a Comment