Search This Blog

Tuesday, June 5, 2012

ჩემ შესახებ...

    შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ ნამდვილად ობიექტური ვარ საკუთარ თავზე საუბრისას და, ვფიქრობ ეს სულაც არაა რთული:):):)
    მოკლედ გაგაცნობთ ჩემს თავს,როგორც უკვე იცით ვარ მარიამ ობოლაძე ილიას        სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი.

ტერმინი " სუბკულტურა"


სუბკულტურა — კულტურული ქვეჯგუფი, რომელიც გამოირჩევა თავისი სტატუსით, ეთნიკური ერთობით, განსახლების არეალით, რელიგიითა თუ რწმენა-წარმოდგენებით ან სხვა ფაქტორით, რაც მათ კრავს ერთ კოლექტიურ ჯგუფად. სხვაგვარი განმარტებით, სუბკულტურა — ესაა გარკვეული

Monday, June 4, 2012

ემო კულტურა



















ემო XXI საუკუნის ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ევროპასა და ამერიკაში. ემო კულტურა ძალიან განსხვავდება სხვა არსებული კონტრკულტურებისგან, ძირითადად იმით, რომ ის ასაკობრივია: ემო ძირითადად თინეიჯერული მოძრაობაა. რა თქმა უნდა, არსებობენ ემო ჯგუფები, სადაც თინეიჯერებზე ბევრად უფროსი მუსიკოსები უკრავენ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ემოები არიან, ემო არამარტო გარეგნულ არამედ მსოფლმხედველურ ერთიანობასაც გულისხმობს.ემოები თავს ბავშვებად მიიჩნევენ, შესაბამისად, ისინი გამოიყურებიან და იქცევიან როგორც ბავშვები.

ჰიპსტერები


გსმენიათ რამე ბოჰემური ცხოვრების მოყვარულ ახალგაზრდებზე, აუტისტ ინტელექტუალებზე, რომლებიც, იმის მიუხედავად, აწუხებთ თუ არა მიოპია, სქელშუშიანი სათვალით დადიან, მხოლოდ ელიტარული დასავლური კულტურით ინტერესდებიან, იაფფასიან ლუდს მიირთმევენ, დისტროფიით იტანჯებიან (თუმცა ამას არ აღიარებენ) და Pitchfork-ის მედიას ეჯაჭვებიან, როდესაც საქმე მუსიკის მოსმენაზე მიდგება?  კაცმა რომ თქვას, ეს ახალგაზრდები არაფერს აშავებენ, თუ არ ჩავთვლით კოკაინის ზომიერ და არტ-

გოთები


გოთები XX საუკუნის 70-იანი წლებიდან გამოჩნდნენ. პირველად ტერმინი – “გოთური” ინგლისურ პრესაში გაჩნდა, როცა მუსიკალურმა კრიტიკოსებმა ჯგუფი Joy Division გოთებად აღიარეს. 80-იან წლებში ლონდონში ღამის კლუბი – “დათკეივი” გაიხსნა, სადაც მთელი ინგლისის გოთები იყრიდნენ თავს.
ჩამოყალიბდა ახალი მუსიკალური მიმდინარეობები: გოთიკ-როკი, გოთიკ-მეტალი. მუსიკოსი გოთები ყოველწლიურად ლაიფციგში (ქალაქი გერმანიაში), მუსიკალურ ფესტივალზე იკრიბებიან.
გოთებს იმიჯიც თავისებური აქვთ: მათ ტანისამოსში შავი ფერი ჭარბობს. ზოგიერთი ვიქტორიანული ეპოქისთვის დამახასიათებელ ატრიბუტებს – მაქმანს, ხელთათმანს (ქალები გრძელ კაბას, მამაკაცები – ფრაკსა და ცილინდრს) იყენებს. ყურადღებას იქცევს რკინის სამკაულები და მკვეთრი მაკიაჟი, რომელსაც მამაკაცებიც იკეთებენ. გრძელ თმას შავად ან წითლად იღებავენ და უცნაურ ვარცხნილობას ატარებენ.
მათ ცხოვრების თავისებური ფილოსოფია, მუსიკა და მსოფლმხედველობა აქვთ. გოთური სტილი გავრცელებულია ლიტერატურაში (ედგარ პო, მერი შელი, ბრემ სტოკერი, ენ რაისი), კინემატოგრაფიაში (“დრაკულა”, “ფრანკენშტეინი”, “ადამსების ოჯახი”), მულტფილმებსა და კომიქსებში.
Mopey Goths-ის მიმდევრებისთვის გოთიკა მთელი ცხოვრებაა. ისინი მარტოსულები, დეპრესიულები და ჩაკეტილები არიან. მათგან განსხვავებით, Perky Goth-ის მიმდევრები ყურადღებას იმიჯს აქცევენ, მათთვის დეპრესია და ჩაკეტილობა უცხო ხილია.
კიბერ-გოთები თმას არაბუნებრივ ფერად იღებავენ, ვარცხნილობაც გამორჩეული აქვთ და თვალებშიც არაბუნებრივი ფერის ლინზებს იდგამენ.
პანკ-გოთი რკინის სამკაულებს ატარებს, დახეული ჯინსი და ტყავის ქურთუკი აცვია.
არსებობს გოთი-ვამპირი, ფეტიშ-გოთი, ვესტერნ-გოთი და ა.შ.
საზოგადოების კონსერვატორული ნაწილი გოთებს აკრიტიკებს. სუიციდის (ზოგიერთი გოთი თვითმკვლელობის ინსცენირებას ვენების ვითომ გადაჭრით ახდენს), დეპრესიის, სატანიზმის, ვანდალიზმისა და სხვა უარყოფითი მოვლენების პროპაგანდაში ადანაშაულებს. ვრცლად

ნაცისტი პანკები


ნაცისტი პანკი ეს უფრო ანომალიაა ვიდრე ნორმა, პანკ კულტურა თავის-თავად უარყოფს ყველანაირ რასობრივ, რელიგიურ ან სქესობრივ სეგრეგაციას თუმცა ნაცისტი პანკები არსებობენ და ეს რეალობაა.
მათი ისტორია 1978 წლიდან იწყება როცა ინგლისში ძალიან გაძლიერდა ბრიტანეტის

პანკები


















შექმნეს ენა, რომელიც როკის ისტებლიშმენტის რიტორიკის საპირისპიროდ ბევრად უფრო აქტუალური და მიწიერი იყო. მათ გამოიყენეს კრიზისის რიტორიკა, რომელიც იმ პერიოდში ინტენსიურად შუქდებოდა რადიოებისა და ჟურნალ-გაზეთების მიერ. პანკებმა მოახდინეს ამ რიტორიკის თარგმნა უფრო ხელშესახები და შესამჩნევი გზით. 1970-იანი წლების აპოკალიპსური ატმოსფეროს